FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  11

სისხლის დაწესებულება.
1. სისხლის დაწესებულება იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სისხლის დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიის, ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. რეციპიენტებისთვის, სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი სტანდარტის სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში უნდა ფუნქციონირებდეს არაუმეტეს სამი სისხლის დაწესებულებისა, მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, რომელთაგან ერთს, ცენტრალურ სისხლის დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას, სახელმწიფო აფუძნებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ცენტრალურ სისხლის დაწესებულებას სახელმწიფოს სახელით აფუძნებს საქართველოს მთავრობა, ხოლო მისი დაფუძნების შემდეგ დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტრო.
5. სისხლის დაწესებულება უფლებამოსილია:
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  11

ა) განახორციელოს დონორთა მოზიდვა და შერჩევა, სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვება, ცენტრალური ტესტირების ლაბორატორიაში ტესტირება, დამუშავება, შენახვა, განაწილება და ტრანსფუზიის მიზნით გაცემა;
    ბ) სამედიცინო დაწესებულებების სისხლის ბანკებისგან მიღებული წლიური საჭიროების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და სამინისტროს წარუდგინოს სისხლის, სისხლის პროდუქტებისა და შუალედური პროდუქტების მომდევნო წლის საჭიროების თაობაზე ინფორმაცია შესაბამისი წლის გეგმის დასამტკიცებლად;
    გ) უზრუნველყოს სისხლისა და მისი კომპონენტების ადეკვატური მიკვლევადობისა და ჰემოზედამხედველობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
    დ) უზრუნველყოს უანგარო დონორების მოზიდვა და მათი რეგულარულ დონორებად შენარჩუნება;
    ე) განახორციელოს ამ კანონით, მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და სისხლის დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
6. სისხლის დაწესებულება ვალდებულია თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის მოთხოვნებისა და აღნიშნული საქმიანობისთვის დადგენილი სალიცენზიო პირობების შესაბამისად.
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  11

7. სისხლის დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურა, ხელმძღვანელი ორგანოს შექმნის (ხელმძღვანელი პირის არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა, აგრეთვე სისხლის დაწესებულების ბიუჯეტისა და საქმიანობის გეგმის დამტკიცების წესი განისაზღვრება სისხლის დაწესებულების წესდებით.
8. სისხლის დაწესებულებას უფლება აქვს, სისხლის შეგროვება განახორციელოს ფიქსირებულ ადგილზე (მუდმივი პუნქტი) ან/და მობილური პუნქტების ან/და სისხლის დაწესებულების ტერიტორიის გარეთ მდებარე მობილური ერთეულების მეშვეობით.
9. სისხლის დაწესებულება ვალდებულია სისხლის პროდუქტებისა და შუალედური პროდუქტების რეალიზაცია განახორციელოს წინასწარ დამტკიცებული ზღვრული ფასებით, გარდა ამ პროდუქტების ექსპორტის შემთხვევისა.
10. სისხლის პროდუქტებისა და შუალედური პროდუქტების  ზღვრული ფასების განსაზღვრის მეთოდოლოგიასა და ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე ყოველწლიურად გადაანგარიშებულ ზღვრულ ფასებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.