Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამრეწველო ემისიების შესახებ article 4 ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის პრინციპები. 1. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია. 2. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღების შემდეგ. 3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიით/ნებართვით არ შეიძლება დადგინდეს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის საწინააღმდეგო სალიცენზიო/სანებართვო პირობები. სალიცენზიო/სანებართვო პირობების ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრულ პირობებს ენიჭება. 4. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) დაბინძურების ყველა სათანადო პრევენციული ღონისძიების გატარება; ბ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენება; |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 4 გ) მნიშვნელოვანი დაბინძურების გამოწვევის თავიდან აცილება; დ) ნარჩენების მართვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნარჩენების მართვის იერარქიის შესაბამისად; ე) ენერგიის ეფექტიანად გამოყენება; ვ) ავარიების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და სხვა შესაძლო ინციდენტების/ავარიების პრევენციის მიზნით აუცილებელი ზომების მიღება; ზ) საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, დაბინძურების ნებისმიერი რისკის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი ზომების მიღება და საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენა, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად. |