Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 7 საბაზო თანამდებობრივი სარგოს დანიშნულება და ოდენობა. 1. ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობების/პოზიციების თანამდებობრივი სარგოების გამოთვლის მიზნისთვის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო ნომინალურ გამოხატულებაში, რომლის ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო კონკრეტული საბიუჯეტო წლისთვის. |
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 7 საბაზო თანამდებობრივი სარგოს დანიშნულება და ოდენობა. . 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ სახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასი არ უნდა იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ზღვრების ფაქტობრივი მაჩვენებლების მიხედვით დარღვევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს საქართველოს მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტთან ერთად წარუდგენს აღნიშნულ ზღვრებში დაბრუნების გეგმას, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საბიუჯეტო წელს; გ) ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების საფუძველზე გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯი უნდა დაფინანსდეს შესაბამისი ბიუჯეტიდან. |
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 7 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს ზრდა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე დარღვეულია იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზღვრული პარამეტრები. |
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 7 6. დაუშვებელია საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს შემცირება საქართველოს წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრულ საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან შედარებით. |