Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნავთობისა და გაზის შესახებ article 27 კანონით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა და ინვესტორის უფლებების სახელმწიფო გარანტიები. 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ინვესტორის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ კანონის ამოქმედებიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს, არ შეეხება ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებებს, ასევე არსებულ ხელშეკრულებებს 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზეც, თუ ეს აქტები შეზღუდავს ინვესტორის მიერ ამ კანონის შესაბამისად შეძენილ და განხორციელებულ ქონებრივ უფლებებს. 3. სახელმწიფო ორგანოებს და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ინვესტორს შეუქმნან რაიმე წინააღმდეგობა ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ან ხელშეკრულების პირობებს. |