FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  118

სახელმწიფო ბაჟი.
1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენისას გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 10 000 ლარისა. სახელმწიფო ბაჟი გადახდისუუნარობის მასის განსაზღვრის ეტაპზე გამოითვლება. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას გადახდისუუნარობის მასა ერთზე მეტჯერ შეფასდა, სახელმწიფო ბაჟი ბოლო შეფასების მიხედვით გამოითვლება.
2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენისას მოვალე სახელმწიფო ბაჟს არ იხდის, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის შემდეგ მისი თანხა საპროცესო ხარჯებში თავსდება და  გაკოტრების შემთხვევაში დაიფარება გადახდისუუნარობის მასიდან, ხოლო რეაბილიტაციის შემთხვევაში − რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად.
3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენისას კრედიტორი სახელმწიფო ბაჟს იხდის მისი მოთხოვნის ღირებულების 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და:
    ა) არაუმეტეს 5 000 ლარისა, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია;
    ბ) არაუმეტეს 10 000 ლარისა, თუ განმცხადებელი იურიდიული პირია.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  118

4. კრედიტორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არის საპროცესო ხარჯი და იგი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდება. თუ კრედიტორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადასახდელ სახელმწიფო ბაჟზე ნაკლებია, სხვაობა გადახდისუუნარობის მასიდან დაიფარება. თუ კრედიტორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადასახდელ სახელმწიფო ბაჟზე მეტია, სხვაობა კრედიტორს უბრუნდება.
5. რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზების წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის თანხაა 1 000 ლარი, რომელსაც განმცხადებელი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარდგენისას იხდის. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ რეგულირებული შეთანხმება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების საფუძველზე მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში დამტკიცდა და შესრულდა.
6. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ კრედიტორის განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი, მას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 70 პროცენტი დაუბრუნდება.
7. თუ განმცხადებელმა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადება მის დასაშვებად ცნობამდე გაიხმო, მას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად დაუბრუნდება.