Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ტურიზმის შესახებ article 23 ღირებულების შემცირება და ზიანის ანაზღაურება. 1. ტურისტს უფლება აქვს, მოითხოვოს ღირებულების შემცირება იმ პერიოდის პროპორციულად, რომლის განმავლობაშიც არსებობდა შეუსაბამობა, თუ იგი გამოწვეული არ არის ტურისტის ბრალით. 2. ტურისტს უფლება აქვს, ტუროპერატორისგან მიიღოს სათანადო კომპენსაცია იმ ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგა გასაწევი მომსახურების შეუსაბამობის გამო. კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში. 3. ტურისტს უფლება არ აქვს, მიიღოს კომპენსაცია ზიანისთვის, თუ ტუროპერატორი დაადასტურებს, რომ შეუსაბამობა გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით: ა) ტურისტის ბრალით; ბ) იმ მესამე მხარის ბრალით, რომელიც დაკავშირებული არ არის პაკეტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების გაწევასთან, და ამ ტუროპერატორს არ შეეძლო მისი გათვალისწინება ან/და თავიდან აცილება; გ) გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებებით. 4. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით ტურისტისთვის მიყენებული ზიანის გამო ტუროპერატორს შეუძლია შეიზღუდოს პასუხისმგებლობა პაკეტის ღირებულების სამმაგი ოდენობით. დაუშვებელია პასუხისმგებლობის შეზღუდვის დაწესება, თუ ზიანმა გამოიწვია ფიზიკური დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ტუროპერატორის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი მოქმედებით. |
ტურიზმის შესახებ article 23 5. ამ კანონით გათვალისწინებული ტურისტის უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ან პაკეტის ღირებულების შემცირება, არ მოქმედებს ტურისტის იმ უფლებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით. შესაბამისად, ტურისტს შეუძლია წარადგინოს ამ თავითა და სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნები. თუ ტურისტმა მიიღო კომპენსაცია ან მას შეუმცირდა პაკეტის ღირებულება ამ თავითა და სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნების წარდგენის საფუძველზე, გადაჭარბებული კომპენსაციის თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს ანაზღაურებების ურთიერთგაქვითვა. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაა 2 წელი. |