FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  34

პროპორციულობის პრინციპი.
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საზედამხედველო ზომის ან სანქციის (ფულადი ჯარიმის) გამოყენების საფუძვლის პროპორციული უნდა იყოს. საზედამხედველო ზომის ან სანქციის (ფულადი ჯარიმის) გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ეროვნული ბანკი ითვალისწინებს შემდეგ კრიტერიუმებს:
    ა) ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლების სერიოზულობას. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი აფასებს სულ მცირე მიკრობანკის ფინანსურ მდგომარეობას, მიკრობანკის რისკების მიმართ მისი კაპიტალის ადეკვატურობის დონეს, მიკრობანკის ფინანსურ მდგომარეობაზე ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლების ეფექტს, მასშტაბს, ოდენობას, მათ ურთიერთმიმართებას, ხანგრძლივობასა და სიხშირეს, მიკრობანკის საქმიანობის კანონიერებას ან/და მიკრობანკის აქტივებისთვის ზარალის მიყენების შესაძლო საფრთხეს;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  34

ბ) მიკრობანკის მზადყოფნასა და რესურსს, აღმოფხვრას ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი აფასებს სულ მცირე ადმინისტრატორების შესაძლებლობას, გამოავლინონ და შეაფასონ მიკრობანკის რისკები, განახორციელონ მათი მონიტორინგი და მართონ ისინი. იგი ასევე აფასებს, რამდენად ეფექტიანად აღმოიფხვრება ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები და რამდენად თანამშრომლობენ მიკრობანკი, ადმინისტრატორები და მაკონტროლებელი პირები საქართველოს ეროვნულ ბანკთან;
    გ) იმას, თუ რამდენად ექმნება საფრთხე ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ეფექტიან ფუნქციონირებას. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი აფასებს და ითვალისწინებს მიკრობანკის ზომას, აგრეთვე მიკრობანკისა და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენელთა ურთიერთმიმართებას, მიკრობანკის ფუნქციების ჩანაცვლებადობას, მისი საქმიანობის სფეროებსა და კომპლექსურობას.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება საზედამხედველო ზომისა და სანქციის (ფულადი ჯარიმის) ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის გამოყენების შემთხვევაზე.