FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  31

ზოგადი მოთხოვნები.
1. საპენსიო კომპანიას, მზღვეველსა და აქტივების მმართველ კომპანიას მმართველობის სისტემაში უნდა ჰქონდეთ შემდეგი საკვანძო ფუნქციები: რისკის მართვის ფუნქცია და შიდა აუდიტის ფუნქცია. საკვანძო ფუნქციების შემსრულებელმა პირებმა უნდა უზრუნველყონ აღნიშნული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების შესაძლებლობა ობიექტური, სამართლიანი და დამოუკიდებელი წესით.
2. ამ მუხლით განსაზღვრული საკვანძო ფუნქციები უნდა შესრულდეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  31

3. საკვანძო ფუნქციებისთვის პასუხისმგებელმა პირებმა ნებისმიერი არსებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა აცნობონ საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და აქტივების მმართველი კომპანიის შესაბამის სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც განსაზღვრავს სათანადო ზომების მიღების აუცილებლობას. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ იღებს შესაბამის და დროულ ზომებს მაშინ, როდესაც საკვანძო ფუნქციის შემსრულებელი პირის მიერ გამოვლენილია არსებითი რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საპენსიო სქემის მონაწილეების ინტერესებს, ან არსებობს საქართველოს კანონმდებლობის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საკვანძო ფუნქციისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სამსახურს/საქართველოს ეროვნულ ბანკს. ამ შემთხვევაში საკვანძო ფუნქციის შემსრულებელი პირი სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით.