Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
თავდაცვის კოდექსი article 118 სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხული პირის სტატუსი. 1. პირს, რომელმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოიპოვა სტუდენტის სტატუსი სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ენიჭება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. პირმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება გაიაროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 2. იუნკრის შრომის ანაზღაურების ოდენობა ან/და სტიპენდიის ოდენობა და მათი გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. 3. სამხედრო სასწავლებლის სტუდენტს მასთან გაფორმებული კონტრაქტით შეიძლება შეეზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისთვის დადგენილი უფლებები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. 4. იმ შემთხვევაში, თუ: |
თავდაცვის კოდექსი article 118 ა) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე ის მსმენელი, რომელსაც მსმენელის სტატუსის მინიჭებამდე არ ჰქონდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, გაირიცხება სამხედრო სასწავლებლიდან, სამინისტრო შეწყვეტს მასთან გაფორმებულ კონტრაქტს, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე ის მსმენელი, რომელსაც მსმენელის სტატუსის მინიჭებამდე არ ჰქონდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, გაირიცხება სამხედრო სასწავლებლიდან, მინისტრი უფლებამოსილია, სამხედრო სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. 5. მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება იმ კონტრაქტის პირობები, რომელსაც სამინისტრო აფორმებს მასთან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დღეს. |
თავდაცვის კოდექსი article 118 6. პირს, რომელსაც არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტისას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება და რიგითის სამხედრო წოდებით ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ იგი სამხედრო სასწავლებელში 12 თვე სწავლობდა. 7. მსმენელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |