Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 60 ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები. 1. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტრო კოორდინაციას უწევს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების საქმიანობას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დახმარების სფეროში. 2. ამ კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური შემწეობის გაცემა შეუჩერდება იმ ლტოლვილს ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს, რომელიც: ა) საქართველოს 1 თვეზე მეტი ვადით დატოვებს; ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში; გ) პირადი განცხადებით უარს იტყვის ყოველთვიური შემწეობის მიღებაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეჩერებული ყოველთვიური შემწეობა აღდგება შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ პირადი განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. |