Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 54 იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშების სპეციალური წესები. 1. იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლის დასაწყობების ხარჯი ან/და მის მიმართ განხორციელებული ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვები ქმედებების განხორციელების ხარჯი არ გაითვალისწინება, თუ დეკლარანტი წარადგენს ამ ხარჯის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს. ამასთანავე, ამ საქონლის დასაწყობებისას ან/და მის მიმართ დასაშვები ქმედებების განხორციელებისას გამოყენებული უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულება, რაოდენობა, სახეობა და წარმოშობა გაითვალისწინება იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისას. 2. თუ ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების განხორციელების შედეგად იცვლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის სეს ესნ-ის კოდი, დეკლარანტის მოთხოვნით ამ საქონლისთვის გამოიყენება თავდაპირველი სეს ესნ-ის კოდი. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 54 3. თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტზე, დეკლარანტის მოთხოვნით ეს საბაჟო ვალდებულება განისაზღვრება ამ საქონლის შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტში, აღნიშნული საქონლის სეს ესნ-ის კოდის, რაოდენობის, სახეობისა და წარმოშობის საფუძველზე. 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელებისთვის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნებისთვის თავის არიდების გამოსარიცხად იმპორტის გადასახადის ოდენობა, დეკლარანტის შესაბამისი მოთხოვნის გარეშე, გაანგარიშდება ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. 5. თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ საქონელზე ან ამ კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემცვლელ საქონელზე, ეს საბაჟო ვალდებულება განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ განხორციელებული საქონლის გადამუშავების ოპერაციის ღირებულების საფუძველზე. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 54 6. ამ კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით ან ამ კოდექსის 107-ე−109-ე მუხლებით დადგენილი საქონლის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი. |