FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  23

კომისიის სამართლებრივი აქტები.
1. კომისია პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების კანონიერებაზე. კომისიის სამართლებრივი აქტები უნდა იყოს წერილობითი ფორმის, დასაბუთებული და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს განმარტებებს მათი განხორციელების თაობაზე. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
2. კომისიის დადგენილება და გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
3. კომისიის სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. კომისიის სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
4. კომისიის სამართლებრივი აქტის შესრულება სავალდებულოა რეგულირებული საწარმოებისა და იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებზედაც ვრცელდება მათი მოქმედება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  23

5. კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და კომისიის ვებგვერდზე. კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კომერციული საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვით, ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა დაინტერესებულ მხარეებს.