FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

article  55

ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის.
1. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის სახეები განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სახდელის ოდენობები და მისი დაკისრების წესი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
2. პირის მიერ ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან ეროვნული ბანკის მითითების შეუსრულებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი, მისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის მიუწოდებლობის, ან/და პირის შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით:
    ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირს და მის თანამონაწილეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში მიიღონ თავიანთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ზომები;
    ბ) შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი;
    გ) სამართალდამრღვევ პირს გარკვეული ვადით შეუჩეროს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა;
    დ) სამართალდამრღვევ პირს დააკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

article  55

2-1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა არის ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას არასწორი ინფორმაციის მიწოდება − ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, რისთვისაც პირს შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.
3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების დამამძიმებელ გარემოებებში დარღვევისათვის შეიძლება დადგენილ იქნეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.