FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 13

ენერგოეფექტურობის შესახებ

article  4

ენერგოეფექტურობის პოლიტიკა.
1. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრას და იმ ბარიერების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების ეფექტურობას და ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით (შემდგომ − ეესგ) განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას.
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  4

ენერგოეფექტურობის პოლიტიკა. .
2. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელება მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებასა და ინიციატივას, მათ შორის:
    ა) პროექტების იდენტიფიცირებას, ტექნიკური დახმარებებისა და გრანტების განაწილების სქემების განსაზღვრას;
    ბ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შენობების ენერგოეფექტურობის მარეგულირებული ნორმების მიღებას, მათ შორის, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცებას, მშენებლობის სექტორში კვალიფიკაციის ამაღლებას;
    გ) საზოგადოების საქმიანი წრეების ცოდნის გაღრმავებას, ენერგოაუდიტისა და ენერგომენეჯმენტის სისტემისთვის წესების დადგენას და ენერგოაუდიტორებისა და ენერგომომსახურების მიმწოდებლების კვალიფიკაციის ამაღლებას;
    დ) ენერგოეფექტურობის შესახებ საბოლოო მომხმარებლების, მათ შორის, წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში არსებული მეწარმე სუბიექტებისა და ადმინისტრაციული ორგანოების, ცოდნისა და გამოცდილების დონის ამაღლებას;
    ე) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  4

ენერგოეფექტურობის პოლიტიკა. . .
    ვ) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც მოიცავს ქსელებში ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირებას და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების ეფექტურობის გაზრდას კომბინირებული ციკლის სადგურებზე გადასვლით;
    ზ) ენერგიის საბოლოო მოხმარების მოწყობილობების, მათ შორის, განათების, ავტომანქანების, ტუმბოების, ძრავებისა და საწარმოების საქვაბეების, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას;
    თ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით ფინანსური წახალისებისა და საგადასახადო შეღავათების განხორციელების მექანიზმების შემოღების ინიციირებას;
    ი) ზედამხედველობისა და ანგარიშგების მიზნით მრეწველობის, მშენებლობისა და სხვა შესაბამის სექტორებში კვალიფიკაციის, აკრედიტაციისა და სერტიფიცირების სქემების დანერგვას.
3. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელებისას საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს საზოგადოების მიერ მისაღებ სარგებელს შემდეგი მიზნების მისაღწევად:
    ა) განახორციელოს ენერგიის რეალური ღირებულების ამსახველი ფასების განმსაზღვრელი ღონისძიება ისე, რომ არ შემცირდეს საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების მოტივაცია;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  4

გ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებაში სამაგალითო როლი შეასრულოს;
    დ) ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებით ხელი შეუწყოს საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებას;
    ე) გააძლიეროს საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობა;
    ვ) აწარმოოს საინფორმაციო კამპანიები.
4. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, სამინისტრო ვალდებულია:
    ა) ენერგოეფექტურობის პოლიტიკა განახორციელოს ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან კოორდინაციით; ბ)  შეიმუშაოს  ამ  კანონით  განსაზღვრული  შესაბამისი  სამართლებრივი ბაზა და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას;
    გ) შეიმუშაოს ეესგ, რომელიც განსაზღვრავს ენერგიის დაზოგვის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებელს, და იგი დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას;
    დ) ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები და ხელი  შეუწყოს მათ განხორციელებას;
    ე) ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებას;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  4

10. სამინისტრო ვალდებულია ეესგ-ის დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (შემდგომ − სამდივნო) წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომზადებული ანგარიში პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით ენერგოდანაზოგების მოთხოვნილი რაოდენობების მიღწევისა და იმავე მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ.
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  4

ვ) განახორციელოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობა და წარმართოს მათთან ურთიერთობა, მათ შორის, წარუდგინოს ანგარიშები;
    ზ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების წახალისების მიზნით საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები, რათა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ზ.ა) დამოუკიდებლად ან/და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის ფარგლებში შეიმუშაონ ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ენერგიის დაზოგვისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების კონკრეტულ მიზნებსა და ქმედებებს; ზ.ბ) ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმაში ასახონ ენერგომენეჯმენტის სისტემა და ენერგოაუდიტი, როგორც ამ გეგმის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი; ზ.გ) შესაბამის შემთხვევებში გამოიყენონ ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიები და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებები განახლების დაფინანსებისთვის და გრძელვადიან პერიოდში ენერგოეფექტურობის შენარჩუნების ან გაუმჯობესების გეგმების განხორციელებისთვის; ზ.დ) ტექნიკური შესაბამისობის, მდგრადობის შენარჩუნების, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, ხარჯეფექტურობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით, შეისყიდონ მხოლოდ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტი, მომსახურება და შენობა.
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  4

5. ამ კანონის მიზნებისთვის სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს ერთ-ერთ შემდეგ ღონისძიებას:
    ა) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემას;
    ბ) პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს, ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად;
    გ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემასა და პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს ერთობლივად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ყოველ 3 წელიწადში ყოველწლიური ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების დადგენას საბოლოო მომხმარებლისთვის წინა 3 წელიწადში მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე. ეს სამიზნე მაჩვენებლები ყოველი მომდევნო წლისთვის დგინდება ეესგ-ით ან სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და განისაზღვრება შემდეგნაირად:
    ა) ეესგ-ის დამტკიცების მომდევნო წელს − ეესგ-ის დამტკიცებამდე წინა 3 წელიწადში საბოლოო მომხმარებლისთვის მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის 0,5%-ის ოდენობით;
    ბ) ეესგ-ის დამტკიცებიდან მეორე წელს − ეესგ-ის დამტკიცებამდე წინა 3 წელიწადში საბოლოო მომხმარებლისთვის მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის 0,5%-ის ოდენობით;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  4

გ) ეესგ-ის დამტკიცებიდან მესამე წელს − ეესგ-ის დამტკიცებამდე წინა 3 წელიწადში საბოლოო მომხმარებლისთვის მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის 0,7%-ის ოდენობით.
7. ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა, შესაბამისი ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო სახსრების ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეიძლება განსაზღვრავდეს ენერგიის გამანაწილებლისა და ენერგიის მიმწოდებლის ვალდებულებას, ამ სქემის შესაბამისად უზრუნველყონ ენერგოდანაზოგების მიღწევა:
    ა) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების პროცესში დანაკარგების შემცირების პროგრამებით;
    ბ) საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგიის მოხმარების შემცირების პროგრამებით.
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  4

ა) ენერგოეფექტურობის პოლიტიკა განახორციელოს ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო (სახელმწიფო) უწყებებსა და კერძო სექტორთან კოორდინაციით;
    ბ) შეიმუშაოს ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას;
    გ) შეიმუშაოს ეკეგ, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, ენერგიის დაზოგვის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებელს, და ეს გეგმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს მთავრობას;
    დ) საქართველოში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად განსაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას;
    ე) საქართველოში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებას;
    ვ) განახორციელოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობა და წარმართოს მათთან ურთიერთობა, მათ შორის, წარუდგინოს მათ ანგარიშები;
    ზ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების წასახალისებლად საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები, რათა ამ ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  4

ზ.ა) ეკეგ-ის ფარგლებში განსაზღვრონ ენერგიის დაზოგვისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნები, შესაბამისი ქმედებები და ენერგოეფექტურობის წვლილი; ზ.ბ) ეკეგ-ში ასახონ ენერგომენეჯმენტის სისტემა და ენერგოაუდიტი, როგორც ამ გეგმის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი; ზ.გ) შესაბამის შემთხვევებში ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიები და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებები გამოიყენონ შენობის განახლების დაფინანსებისთვის და ენერგოეფექტურობის გრძელვადიანი შენარჩუნების ან გაუმჯობესების გეგმების განხორციელებისთვის; ზ.დ) ტექნიკური შესაბამისობის, მდგრადობის შენარჩუნების, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, ხარჯეფექტურობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით, შეისყიდონ მხოლოდ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტი, მომსახურება და შენობა.
5. ამ კანონის მიზნებისთვის სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს ერთ-ერთ შემდეგ ღონისძიებას:
    ა) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემასა და ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის შემუშავების მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს ენერგოეფექტურობის მისაღწევად წამახალისებელი ღონისძიების შერჩევის კრიტერიუმების დადგენას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;