Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 3 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ (შემდგომ – საქპატენტი) უზრუნველყოფს სელექციონერისთვის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭებას და ოფიციალური ბიულეტენის გამოცემით საზოგადოების ინფორმირებას ცხოველის ან/და მცენარის ახალ ჯიშებზე განაცხადებისა და სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ. 2. საქპატენტს შეუძლია ცხოველის ან/და მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირის (შემდგომ − გამოცდის ჩამტარებელი პირი) მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე. |
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 3 3. საქპატენტს შეუძლია ცხოველის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე, ხოლო მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება – კავშირის წევრი სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე. |