Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ article 1 სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა. 1. ხსოვნის უკვდავყოფას ექვემდებარება: ა) სამშობლოს დაცვისას საბრძოლო მოქმედების, საბრძოლო ამოცანის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი; ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქე; გ) ომის მონაწილე, აგრეთვე სამშობლოს დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო გარდაცვლილი; დ) ტყვედჩავარდნილი საქართველოს მოქალაქე (გარდა ნებაყოფლობითი ტყვეობისა), რომელიც ტყვეობაში დაიღუპა ან გარდაიცვალა; ე) უცხოელი მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც დაიღუპა საქართველოს დაცვისას. 2. უკვდავყოფას ექვემდებარება საჯარისო გაერთიანება, შენაერთი და სამხედრო ნაწილი, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისას, აგრეთვე საბრძოლო მოქმედების ცალკეული ტერიტორიები და ადგილები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ როგორც გმირობის, თავდადებისა და სიმტკიცის სიმბოლო. |