Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 51 უცხოელის საქართველოდან გაძევება. 1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ: ა) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში; ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; გ) საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 51 უცხოელის საქართველოდან გაძევება. . დ) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; ზ) იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში − სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე; თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. 2. თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. ამასთანავე, თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისათვის საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 51 3. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება შეიძლება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, ამ კანონით დადგენილი წესით. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 51 [2. თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. ამასთანავე, თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისთვის საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. |