Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 27 მოთხოვნები განათლებისა და წვრთნის მიმართ. 1. საქართველოს დროშით მცურავი გემის მმართველი კომპანია (გემთმფლობელი) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გემზე დასაქმებული მეზღვაური აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) გავლილი ჰქონდეს მინიმალური საგანმანათლებლო პროგრამა/ საწვრთნელი კურსი კონვენციის დებულებებისა და ამ თავით განსაზღვრული წესების შესაბამისად; ბ) გავლილი ჰქონდეს ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა/ საწვრთნელი კურსი და საბაზისო წვრთნა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად; გ) შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს. 2. ეს მუხლი ვრცელდება გემის ეკიპაჟის წევრებზე SOLAS-ის კონვენციის III/10.04 რეგლამენტის თანახმად გაცემულ სერტიფიკატებზე. |