Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პროკურატურის შესახებ article 21 სათათბირო ორგანოები. 1. პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოები − კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო, სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო და რანგირების საბჭო, რომლებსაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი. 2. კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს უფლებამოსილებებია: ა) პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსში, პროკურორთა/პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში ცვლილებების თაობაზე წინადადებების შემუშავება და რეკომენდაციის გაცემა და შემფასებელთა შესაბამისობის საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა; ბ) გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად დისციპლინური გადაცდომის (გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა), წახალისებისა და დაწინაურების საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა; გ) საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება; „დ) პროკურატურის სტაჟიორთა მიღება, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობა და შეფასება.“; 3. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწროს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სხდომას. |
პროკურატურის შესახებ article 21 4. სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს უფლებამოსილებაა პროკურატურის სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და განვითარების გეგმის სრულყოფის, პროგრამებისა და სხვა საჭიროებების განსაზღვრისა და სრულყოფის, სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და სრულყოფის საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა. 41. რანგირების საბჭოს უფლებამოსილებაა პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესებით განსაზღვრული რანგში დაწინაურების საკითხის განხილვა. 5. მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოები შედგება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა და პროკურატურის შესაბამისი უფლებამოსილების განმახორციელებელი სხვა თანამშრომლებისაგან. 6. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას სხვა სათათბირო საბჭოები იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც არ შედის მუდმივმოქმედი საბჭოების უფლებამოსილებაში და ხელს უწყობს პროკურატურის ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას. |
პროკურატურის შესახებ article 21 7. სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილება, როგორც წესი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და გენერალური პროკურორისთვის შესასრულებლად სავალდებულო არ არის. 8. სათათბირო ორგანოების საქმიანობის წესს და შემადგენლობას (გარდა ამ მუხლით პირდაპირ განსაზღვრული გამონაკლისებისა) განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. |