Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ამნისტიის შესახებ article 1 1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით, 124-ე მუხლით, 152-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა), 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197-1 მუხლის პირველი ნაწილით, მე-300 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 388-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 398-ე მუხლით. |
ამნისტიის შესახებ article 1 2. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 1-1 მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით, 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით, 277-ე მუხლის პირველი ნაწილით, 278-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. |