FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  17

ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს).
2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ:
    ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის: ა.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; ა.ბ) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; ა.გ) საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს;
    ბ) იგი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის.
3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას არ საჭიროებს და, შესაბამისად, მას არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ:
    ა) მას საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა;
    ბ) იგი ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა და აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ერთ-ერთი მათგანის დაცვით;
    გ) მას აქვს შიდა გადაადგილების ალტერნატივა;
    დ) მასზე ვრცელდება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის „D“ ნაწილი;
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  17

ე) იგი ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია იმ უფლებებისა და მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან.