Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ნავთობისა და გაზის შესახებ article 303 გარდამავალი დებულებანი. 1. 2007 წლის 1 სექტემბრამდე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად – ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოდ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტში წარდგენა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ. 4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცებამდე და უფროსის დანიშვნამდე ამ სააგენტოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელოს დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელმა სახელმწიფო სააგენტომ. |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 303 5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები (გარდა რეგულირების საფასურთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მათში ცვლილებების განხორციელების ან მათი გაუქმების უფლება ენიჭება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოს. 6. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ნავთობისა და გაზის ეროვნულმა სააგენტომ შექმნიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. 7. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 303 8. ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. |