FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  164

კაპიტალის გაზრდა დამატებითი აქციების გამოშვებით.
1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამატებითი აქციების გამოშვებით კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ით.
2. დამატებითი აქციების გამოშვებით კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება განსათავსებელი აქციების რაოდენობა და სახე, აგრეთვე მათი განთავსების წესი და პირობები.
3. კაპიტალის გაზრდისას გამოშვებული აქციები მათი განთავსების მომენტისთვის განაღდებული უნდა იყოს ნომინალური ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტით, ხოლო ნომინალური ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტით. თუ აქციები ამ ღირებულებებზე მაღალ ფასად არის გამოშვებული, სხვაობა სრულად უნდა იქნეს გადახდილი.
4. თუ კაპიტალის გაზრდისას აქციები არაფულადი შენატანის სანაცვლოდ გაიცემა, ეს შენატანი სრულად უნდა განხორციელდეს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 წლის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში არაფულადი შენატანი შეფასებული და გამოქვეყნებული უნდა იქნეს ამ კანონის 152-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით.
მეწარმეთა შესახებ

article  164

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება საჭირო არ არის, თუ სააქციო საზოგადოების კაპიტალი იზრდება აქციათა საჯარო შეთავაზების ფარგლებში ან შერწყმის/გაყოფის განხორციელებისას მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების/გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების აქციონერების ანაზღაურების გაცემის მიზნით და შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი შემოწმებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ამ კანონის 70-ე მუხლით დადგენილი წესით.