FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ტურიზმის შესახებ

article  27

ტუროპერატორის გადახდისუუნარობის შედეგად დამდგარი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.
1. თუ პაკეტით გათვალისწინებული მომსახურებები მთლიანად ან ნაწილობრივ არ ხორციელდება ტუროპერატორის გადახდისუუნარობის გამო, ტუროპერატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) ტურისტის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად. თუ პაკეტი მოიცავს ტურისტის გადაყვანას, აღნიშნული ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) აგრეთვე უნდა ფარავდეს შესაძლო რეპატრიაციის ხარჯებს. თუ ტუროპერატორი რეგისტრირებული არ არის საქართველოში ან ევროპის ეკონომიკური გაერთიანების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მან აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) ამ კანონის შესაბამისად.
2. ტუროპერატორის უზრუნველყოფით სარგებლობა შეუძლიათ ტურისტებს, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა და გამგზავრების ადგილისა ან პაკეტის გაყიდვის ადგილისა, აგრეთვე უზრუნველყოფის გამცემი ორგანიზაციის განთავსების ადგილისა.
3. თუ პაკეტის შესრულება ვერ ხერხდება ტუროპერატორის გადახდისუუნარობის გამო, რეპატრიაცია და, საჭიროების შემთხვევაში, რეპატრიაციამდე ტურისტის განთავსება ხორციელდება ფინანსური გარანტიის (უზრუნველყოფის) მეშვეობით და უსასყიდლოდ. თუ ტურისტული მომსახურებები არ განხორციელებულა, ანაზღაურება ხდება ტურისტის მოთხოვნით, გონივრულ ვადაში.
ტურიზმის შესახებ

article  27

4. ამ კანონის მიზნებისთვის გადახდისუუნაროდ მიიჩნევა ტუროპერატორი, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას/გადახდას, რაც შეუძლებელს ხდის ტურისტული მომსახურების გაწევას. უზრუნველყოფა ხორციელდება დაზღვევით ან საბანკო გარანტიით.
5. წარდგენილი ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) ტურისტს უფლებას აძლევს, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის მიმართვის საფუძველზე მიიღოს ამ თავით გათვალისწინებული კომპენსაცია.