FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  37

დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები.
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, მიიღოს მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ზომები, მისი ფილიალების დახურვის, მიკრობანკის თანამშრომელთა გათავისუფლების, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით. დროებითი ადმინისტრატორი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს მიკრობანკის სხვა მიკრობანკთან ან კომერციულ ბანკთან შერწყმა, მისი კაპიტალის განახლება ან მისი აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის სხვა ფინანსურ ინსტიტუტზე გასხვისება. სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების შესახებ დროებითი ადმინისტრატორის გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  37

2. დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ადმინისტრატორის ქმედება, რომელიც განხორციელდა დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში (თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში) და რომელმაც მიკრობანკის კრედიტორებს ზიანი მიაყენა. ადმინისტრატორის მიერ კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განხორციელებული ქმედება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა.