FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  11

სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები.
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია:
    ა) თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა;
    ბ) თანამშრომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
    გ) თანამშრომლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობა კანონით დადგენილი წესით;
    დ) თანამშრომლის გარდაცვალება.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს:
    ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო;
    ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება, აგრეთვე ისეთი ტრავმის მიღების ან დაავადების შემთხვევაში, რომელიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;
    გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;
    დ) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;
    ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;
    ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;
    ზ) შტატების შემცირებისას;
    თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოში არჩევისას ან დანიშვნისას;
    ი) ფიცის გატეხის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო;
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  11

კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;
    ლ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე;
    მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას;
    ნ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე;
    ო) სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე;
    პ) საპენსიო ასაკის გამო.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. სამსახურის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში პირი ამოირიცხება სამსახურის პირადი შემადგენლობიდან. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.