Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 56 საგარანტიო თანხის ოდენობის განსაზღვრა. 1. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გარანტიის წარდგენა სავალდებულოა, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია: ა) იმ იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხისა, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოშობილია ან შეიძლება წარმოიშვას, თუ გარანტიის წარდგენის მოთხოვნის მომენტში ამ თანხის განსაზღვრა შესაძლებელია; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული საგარანტიო თანხისა, თუ იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხის განსაზღვრა შეუძლებელია. 2. თუ საერთო გარანტიის წარდგენა ხდება იმ იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოშობილია ან შეიძლება წარმოიშვას და რომლის ოდენობა დროთა განმავლობაში იცვლება, ამ კოდექსის 59-ე მუხლის გათვალისწინებით, საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს იმპორტის გადასახდელის დაფარვას. |