Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
წყლის შესახებ article 53 გ) დასვენებისა და სპორტისათვის წყლის ობიექტით სარგებლობა ფიზიკური პირებისათვის დაიშვება საერთო სარგებლობის ფორმით; დ) (ამოღებულია – 15.07.2020, №6902); ე) მცირე ზომის ხომალდით (ნიჩბიანი ნავი, იალქნიანი იახტა და სხვა) სანაოსნოდ წყლის ობიექტით სარგებლობა დასაშვებია საერთო სარგებლობის ფორმით, მცირე მოცულობის ხომალდებით სარგებლობის დამტკიცებული წესების დაცვით. 4. სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც წყლის ობიექტით სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის სარგებლობენ, ვალდებული არიან, დაიცვან წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, მიიღონ ზომები სამელიორაციო სისტემებიდან წყლის ფილტრაციითა და აორთქლებით დანაკარგების შესამცირებლად, მათგან წყლის არარაციონალური გადაგდების თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვან თევზის თევზსამეურნეო წყალსატევებიდან სამელიორაციო სისტემებში მოხვედრა, აგრეთვე შექმნან ნიადაგის ტენიანობისათვის ხელსაყრელი რეჟიმი; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, საქონლის გადარეკვისას დაიცვან საქონლის გადასარეკ ტრასებზე განლაგებული წყალმომარაგების წყაროები გაბინძურებისა და დაშრეტისაგან, ხოლო წყალსამეურნეო ნაგებობები და მოწყობილობები − დაზიანებისაგან; |
წყლის შესახებ article 53 ვ) ამ პუნქტის დებულებები ვრცელდება აგრეთვე წყალსაცავებად გამოყენებული ტბებისა და წყლის სხვა ობიექტების ექსპლუატაციაზე. 6. წყლის ტრანსპორტის, საჰაერო ტრანსპორტისა და ხე-ტყის დაცურების საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, არხები, საქართველოს ტერიტორიული წყლები და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა საერთო სარგებლობის სანაოსნო გზებია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი ამ მიზნებისათვის გამოყენება მთლიანად ან ნაწილობრივ აკრძალულია; ბ) საჰაერო ხომალდების სადგომად, აფრენა-დაჯდომისათვის, აგრეთვე საჰაერო ტრანსპორტის სხვა საჭიროებისათვის წყლის ობიექტების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 7. თევზის მეურნეობის საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) წყლის ობიექტში ან მის ცალკეულ უბნებზე, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ძვირფასი ჯიშის თევზის, წყლის ცხოველთა სამყაროს სხვა ობიექტებისა და მცენარეების შენარჩუნებისა და აღწარმოებისათვის, წყალმოსარგებლეთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს თევზის მეურნეობის ინტერესების შესაბამისად; |
წყლის შესახებ article 53 სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები. 1. სპეციალური წყალსარგებლობა ხორციელდება: ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების მიზნებისათვის; ბ) სამკურნალო, საკურორტო და სპორტული მიზნებისათვის; გ) სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის; დ) სამრეწველო და ჰიდროენერგეტიკული მიზნებისათვის; ე) წყლის ტრანსპორტის, საჰაერო ტრანსპორტისა და ხე-ტყის დაცურების მიზნებისათვის; ვ) თევზის მეურნეობის მიზნებისათვის. 2. მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს გაბინძურებისა და დანაგვიანებისაგან საიმედოდ დაცული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, რომელთა ხარისხი ბუნებრივ მდგომარეობაში ან სათანადო დამუშავების შემდეგ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს; ბ) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისათვის წყლის ობიექტი უნდა შეირჩეს მისი საიმედოობისა და სანიტარიული დაცვის ზონის ორგანიზების რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით; |
წყლის შესახებ article 53 გ) სასმელად ვარგისი მიწისქვეშა წყლების საწარმოო მიზნით გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოების ტექნოლოგია, არსებული სანიტარიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გამომდინარე, მოითხოვს სასმელი ხარისხის წყალს; დ) სახელმწიფო წყალსადენიდან სასმელი წყლის საწარმოო დანიშნულებით გამოყენება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, თუ ეს ზიანს არ მიაყენებს მოსახლეობის სასმელ და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებას. 3. სამკურნალო, საკურორტო და სპორტული მიზნებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) სამკურნალო კატეგორიისათვის დადგენილი წესით მიკუთვნებული წყლის ობიექტი გამოიყენება სამკურნალოდ, საკურორტო მიზნით და წყლის (სამკურნალო ბუნებრივი მინერალური წყლის) სასაქონლო პროდუქციის წარმოებისათვის; ბ) სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება „სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ ობიექტებით სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით; |
წყლის შესახებ article 53 გ) მეცხოველეობის ფერმები, კომპლექსები და სხვა აგროსამრეწველო საწარმოები წყლის ობიექტებისა და წყალშემკრები აუზების გაბინძურებისაგან დასაცავად უნდა აღიჭურვოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებით; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დებულებები ვრცელდება აგრეთვე ტყის, ტყის ზოლებისა და ტყის სანერგეების მიწების მორწყვასა და დაშრობაზე; ე) ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესს თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადისათვის ან წყალსაცავების სისტემისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 5. სამრეწველო მიზნით და ჰიდროენერგეტიკული საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) წყალმოსარგებლენი, რომლებიც წყლის ობიექტით სამრეწველო მიზნით სარგებლობენ, ვალდებული არიან, დაიცვან ტექნოლოგიური ნორმები და წყალსარგებლობის წესები, მიიღონ ზომები წყლის ხარჯის შესამცირებლად და ჩამდინარე წყლების ჩაშვების შესაწყვეტად წარმოების ტექნოლოგიისა და წყალმომარაგების სქემების სრულყოფის გზით (უწყლო ტექნოლოგიური პროცესების, ჰაერით გაცივების, ბრუნვითი წყალმომარაგებისა და სხვა ტექნოლოგიური ხერხების გამოყენებით); |
წყლის შესახებ article 53 ბ) მიწისქვეშა წყალი, რომელიც არ განეკუთვნება სასმელი ან სამკურნალო წყლების კატეგორიას, შეიძლება დადგენილი წესით გამოყენებულ იქნეს ტექნიკური წყალმომარაგებისათვის, მისი შემადგენლობიდან ქიმიური ელემენტების ამოსაღებად, თბოენერგიის მისაღებად და სხვა საწარმოო საჭიროებისათვის, წყლის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით; გ) წყლის ობიექტით ჰიდროენერგეტიკული საჭიროებისათვის სარგებლობა ხორციელდება წყლის კომპლექსური გამოყენების მოთხოვნათა დაცვით და სხვა დარგთა ინტერესების გათვალისწინებით; დ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ წყალსაცავების ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს, ვალდებული არიან, უზრუნველყონ წყალსაცავის ავსებისა და დაცლის რეჟიმი, რომელიც დადგენილია წყალსაცავის მოქმედების ზონაში მყოფ წყლითა და მიწით მოსარგებლეთა ინტერესების გათვალისწინებით; ე) ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესს თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადისათვის ან წყალსაცავების სისტემისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბრძანებით „ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; |
წყლის შესახებ article 53 ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წყლის ობიექტებისა და მათი ცალკეული უბნების ნუსხა და წყალსარგებლობის შეზღუდვის სახეობები განისაზღვრება დებულებით „თევზის მეურნეობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე წყლის ობიექტების, მათი ცალკეული უბნების ნუსხისა და მათ ფარგლებში წყალსარგებლობის შეზღუდვის შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო; გ) ჰიდროტექნიკურ და სხვა ნაგებობათა ექსპლუატაციისას თევზსამეურნეო წყალსატევებში დროულად უნდა ხორციელდებოდეს თევზის მარაგის დაცვის და მისი აღწარმოების პირობების უზრუნველყოფის ღონისძიებები. |