FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  1411

კერძო აღმასრულებლის რეგისტრაცია კერძო აღმასრულებელთა რეესტრში და მის მიერ სააღსრულებო საქმიანობის დაწყება.
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს:
    ა) სამსახურებრივ ბეჭედს (რომელზედაც აღინიშნება კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი და კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ნომერი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს;
    ბ) ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამ ანგარიშის ნომერს;
    გ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; დაზღვევის ოდენობასა და პირობებს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს კერძო აღმასრულებლის რეგისტრაციას კერძო აღმასრულებელთა რეესტრში, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია დაიწყოს სააღსრულებო საქმიანობა. კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.