FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საზღვაო კოდექსი

article  83

1. სანავსადგურე ერთეულში მდგომი გემის (გარდა სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემისა, რომელიც არაკომერციული მიზნებისთვის გამოიყენება) კაპიტანი და სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე მყოფი პირები ვალდებული არიან, სააგენტოს დავალების შესაბამისად, სანავსადგურე ერთეულის მოთხოვნისთანავე გადასცენ მას მათი კუთვნილი მცურავი ობიექტები ან სხვა ტექნიკური საშუალებები საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად, აგრეთვე ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისთვის.
2. სააგენტოს და სანავსადგურე ერთეულის მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაბამის სანავსადგურე ერთეულში წესრიგის დასაცავად დადგენილ მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სანავსადგურე ერთეულში მყოფი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისა და გემის კაპიტნისთვის.
3. ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ნავსადგურში წესრიგის დაცვის მოთხოვნათა დარღვევისათვის გამოიყენება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საზღვაო კოდექსი

article  83

1. გემის დაპატიმრება ხდება მხოლოდ საზღვაო სარჩელის უზრუნველსაყოფად.
2. საზღვაო სარჩელი გამომდინარეობს გემის საკუთრებიდან და სხვა ქონებრივი ურთიერთობიდან, რომელიც წარმოიშობა გემის მშენებლობის, მართვის, ექსპლუატაციის, კომერციული გამოყენების, იპოთეკის ან გადარჩენასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებისას.
3. გემის დაპატიმრებასა და გათავისუფლებას ახდენს მხოლოდ სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემის დაპატიმრება და მისთვის სასჯელის დაკისრება შეიძლება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.