Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 16 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო. განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 760755 ლარის ოდენობით. მათ შორის 1. ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 603895 ლარის ოდენობით, სადაც გათვალისწინებულია მუშა მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 500860 ლარი, რომელიც მოიცავს საპრემიო ფონდს; 2. საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ასიგნებების მოცულობა 92690 ლარის ოდენობით, სადაც გათვალისწინებულია მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 67020 ლარი, რომელიც მოიცავს საპრემიო ფონდს; ლარი ორგანიზაციული კოდი სამინისტრო უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვას, გადაცემას, პრივატიზებას და ჩამოწერას კანონით დადგენილი წესით. უზრუნველყოფს ამ პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას, ექსპერტების მოწვევას, აუდიტორულ შეფასებას; სამინისტრო განახორციელებს სახელმწიფო წილით შექმნილი საწარმოების მართვის სრულყოფას, მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავებას; |
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 16 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად სამინისტრო ყოველკვარტალურად შეიმუშავებს ანგარიშებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების შედეგების შესახებ დარგობრივ ჭრილში და წარუდგენს აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს; ასევე, მოიძიებს, გაანალიზებს და მოამზადებს მასალებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ; საქართველოს კანონის „სახელმწიფო სტატისტიკის შესახებ“ და სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამინისტრო უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მახასიათებელი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და კრებსითი მონაცემების სახელმწიფო ორგანოებში წარდგენას კვარტალური სტატისტიკური ბიულეტენის ფორმით. ასევე უზრუნველყოფს სტატისტიკური მიზნებით შეგროვებული პერსონალური და ინდივიდუალური მონაცემების კონფიდენციალურობას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკურ ინფორმაციაზე მომხმარებელთა ხელმისაწვდომობას; სამინისტრო განახორციელებს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მიღებას, ექსპერტიზას და პირველ რიგში განსახორციელებელ პროგრამათა შერჩევას; სამინისტრო განახორციელებს სამეგრელოს რეგიონში დასაქმების პროგრამის რეალიზაციას; |
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 16 სამინისტრო რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრულ ფარგლებში განახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს; სამინისტრო მიიღებს მონაწილეობას დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. აფხაზეთის 2011 წლის 16 მარტის კანონი №1 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 12 აგვისტო კანონი №2 - ვებგვერდი, 16.08.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 14 ნოემბრის კანონი №6 - ვებგვერდი, 15.11.2011 წ. |