Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 54 ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში. 1. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 ფრაქციაში. 2. ფრაქციაში გაწევრების მსურველი პარლამენტის წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს. 3. ფრაქცია პარლამენტის წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 4. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ამის შესახებ იგი წერილობით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს. 5. ფრაქციას უფლება აქვს, ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფრაქციიდან გარიცხოს წევრი. 6. ფრაქციაში წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ანგარიცხვის შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 54 7. წევრი ფრაქციაში მიღებულად ჩაითვლება პარლამენტის ბიუროს მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. წევრი ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად ჩაითვლება ამის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის წერილობით შეტყობინების მომენტიდან. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წევრი ფრაქციიდან გასულად ჩაითვლება მის მიერ ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენისთანავე, ხოლო ფრაქციიდან გარიცხულად − ფრაქციის მიერ მისი გარიცხვისთანავე. ამასთანავე, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წევრი შესაბამის ფრაქციაში მიღებულად ჩაითვლება მის მიერ ფრაქციაში გაწევრების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან. 8. ფრაქციაში წევრის მიღების შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილების სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 54 9. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 7-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ფრაქციის გაუქმების შესახებ აცნობებს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. 10. ფრაქციის თანამდებობის პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ნებისმიერი შესწორების შეტანის შემთხვევაში ამის შესახებ შესაბამისი ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. 11. ამ მუხლის მე-6, მე-8 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. |