FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

article  456

საინვესტიციო რეკომენდაციებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების წესი.
1. პირი, რომელიც საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით ამზადებს ან ავრცელებს ფასიან ქაღალდებთან ან მათ ემიტენტებთან დაკავშირებულ კვლევას, აგრეთვე პირი, რომელიც საინვესტიციო სტრატეგიის რჩევასთან დაკავშირებით იმავე მიზნით ამზადებს ან ავრცელებს რეკომენდაციის შემცველ სხვა ინფორმაციას, ვალდებული არიან მიიღონ გონივრული ზომები, რათა მათ მიერ წარმოდგენილი (მომზადებული ან გავრცელებული) ინფორმაცია ობიექტური იყოს, და იმ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, რომლებსაც აღნიშნული ინფორმაცია შეეხება, საკუთარი ინტერესები გაამჟღავნონ ან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ მიუთითონ.
2. უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ავრცელებს სტატისტიკურ ინფორმაციას ან პროგნოზის შემცველ ინფორმაციას, რომელმაც შესაძლებელია ფინანსურ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, ვალდებულია ამ ინფორმაციის გავრცელებისას ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

article  456

3. ამ მუხლით, ამ კანონის 45-1 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის გავრცელების ან გამჟღავნების ან საინვესტიციო რეკომენდაციის მომზადების ან გავრცელების მიზანია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოხატვის უფლების სხვაგვარად განხორციელება, გათვალისწინებული უნდა იქნეს პრესის თავისუფლებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა, აგრეთვე ჟურნალისტური პროფესიის მარეგულირებელი წესები. ამ პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს, თუ შესაბამისი პირი ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მასთან დაკავშირებული პირი ინფორმაციის გავრცელებით ან გამჟღავნებით პირდაპირ ან არაპირდაპირ სარგებელს იღებს ან თუ ინფორმაციის გავრცელების ან გამჟღავნების მიზანია ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან ან მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით ბაზრის შეცდომაში შეყვანა.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

article  456

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ (გარდა ჟურნალისტისა, რომელიც პროფესიული თვითრეგულირების მექანიზმს ექვემდებარება) ინფორმაციის ობიექტურად წარმოდგენის (მომზადების ან გავრცელების) და პირადი დაინტერესების ან ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნების წესი.