FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

article  22

ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის საფუძვლები.
1. დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ:
    ა) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
    ბ) მას არ მოუხდია სასამართლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი;
    გ) იგი წვევამდელის ასაკისაა და არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის მისი გავლის ვალდებულებისგან;
    დ) სამუშაოს ხასიათის გამო მისთვის ცნობილია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებანი და არ გასულა კანონით დადგენილი ვადა, რომლიდანაც იგი დაკავშირებული არ არის ამ სამუშაოსთან. ამასთანავე, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს;
    ე) ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრისას წარმოადგენს ყალბ საბუთებს.
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

article  22

2. დაინტერესებული პირის შუამდგომლობის მიღებიდან 2 დღის ვადაში სააგენტო ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობის თაობაზე მიმართავს სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ვალდებული არიან, მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტების წარსადგენად, სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, ამის თაობაზე წერილობით აცნობონ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ 2- დღიანი დამატებითი ვადა.
3. სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადებში სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში.
4. გადაწყვეტილება ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოქალაქეს წერილობითი ფორმით. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265 საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №716 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.