FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  361

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.
1. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისაგან.
2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ან/და საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.
3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.
4. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ამ კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული წესით ხარვეზის დადგენის საფუძველია.