Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 151 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში. 1. პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის თაობაზე კომიტეტის ან ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის წარმომადგენელს ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 151 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით პარლამენტს წარუდგენს სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტის წინაშე წარდგება შესაბამისი ანგარიშით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიში განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. ანგარიშის განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით განსაზღვრული წესით. |