Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 26 ელექტროტექნიკოსისა და რიგითი ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატები. 1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე ელექტროტექნიკოსს უნდა ჰქონდეს სათანადო კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას გავლილი აქვს 12-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც აღიარებული საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 6-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟს (შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/6 ნაწილის მოთხოვნებს და დაფიქსირებულია მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში), ან სხვაგვარად აქვს გავლილი 36-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 30 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/6 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს; |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 26 დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. სააგენტოს შეუძლია მიიჩნიოს, რომ მეზღვაური აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუ მას სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში აქვს გემზე მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში და იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/6 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 4. ამ მუხლის პირველ−მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების მიუხედავად, შესაძლებელია სააგენტომ პირი მიიჩნიოს სათანადოდ კომპეტენტურად კონვენციის A-III/6 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. 5. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე რიგით ელექტროტექნიკოსს უნდა ჰქონდეს სათანადო სერტიფიკატი. 6. პირს უფლება აქვს, მიიღოს რიგითი ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 26 ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით), ან გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი (არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს კონვენციის A-III/7 ნაწილის ცხრილის შესაბამისი კომპეტენცია და არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/7 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 7. სააგენტოს შეუძლია მიიჩნიოს, რომ მეზღვაური აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუ მას სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში აქვს გემზე მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში და იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/7 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების მიუხედავად, შესაძლებელია სააგენტომ პირი მიიჩნიოს სათანადოდ კომპეტენტურად კონვენციის A-III/7 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. |