Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამრეწველო ემისიების შესახებ article 5 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები. 1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, სამინისტროს წარდგინებით. აღნიშნული დასკვნები ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ შესაბამის დასკვნებს ეფუძნება. 2. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაზე დაყრდნობით დგინდება. 3. თუ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში არ არის გათვალისწინებული საქმიანობა ან საწარმოო პროცესი ან/და საქმიანობის ან ცალკეული საწარმოო პროცესის გარემოზე ყველა შესაძლო ზემოქმედება, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები განისაზღვრება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის საფუძველზე, ამ კანონის III დანართით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქმიანობის განმახორციელებლისთვის წინასწარი შეტყობინებით. 4. თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები დგინდება ისეთ საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაზე დაყრდნობით, რომელიც არ არის აღწერილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში, ეს ტექნიკა უნდა განისაზღვროს ამ კანონის III დანართში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებითა და ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 5 5. თუ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებით არ არის გათვალისწინებული ემისიის დონეები, სააგენტომ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებით უნდა უზრუნველყოს, რომ ტექნიკამ დააკმაყოფილოს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში აღწერილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეკვივალენტური გარემოს დაცვის დონე. |