Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 78 საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება. 1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის) შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური); ბ) შეამოწმოს (მათ შორის, ადგილზე) საინვესტიციო ფონდი და აქტივების მმართველი კომპანია; გ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა, თუ ეს ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; დ) აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება; ე) საინვესტიციო ფონდში ან აქტივების მმართველ კომპანიაში დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი ამ კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად; ვ) პირს დააკისროს სანქციები; ზ) გამოაქვეყნოს დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია; თ) განახორციელოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება და გააუქმოს მისი ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 78 ი) განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება, რეგისტრაცია ან აღიარება და გააუქმოს მისი ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება; კ) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები; ლ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები; მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს წესები ამ თავით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად. |