Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 37 კონტროლი და ინსპექტირება. 1. შესაბამისი კომპეტენტური უწყება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს. ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონით დადგენილი წესით მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. 2. შესაბამისი კომპეტენტური უწყება ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის მონაწილე ყველა დაწესებულების (მათ შორის, ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ლაბორატორიისა და ამავე კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე მხარის დაწესებულებების) საქმიანობის ინსპექტირების ღონისძიებებს. 3. შესაბამისმა კომპეტენტურმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების საქმიანობის ინსპექტირების რეგულარულად ჩატარება. ორ ინსპექტირებას შორის პერიოდი 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. |
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 37 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინსპექტირების გარდა, ინსპექტირება უნდა ჩატარდეს სერიოზული გვერდითი რეაქციის ან სერიოზული გვერდითი მოვლენის გამოვლენის ყველა შემთხვევაში, სხვა ქვეყნის კომპეტენტური უწყების სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებს ინსპექტორი, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია. ინსპექტორი კომპეტენტური უწყების წარმომადგენელია. 6. ქსოვილის ბანკმა/შესაბამისმა დაწესებულებამ, ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულმა ლაბორატორიამ და ამავე კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულმა მესამე მხარის დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ინსპექტორის მიერ ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელება და უნდა მისცენ მას უფლება, ჩაატაროს ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. კომპეტენტური უწყება სხვა ქვეყნის შესაბამის ორგანოს მისი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე წარუდგენს ინფორმაციას ჩატარებული ინსპექტირებისა და განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგების შესახებ. |
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 37 8. ინსპექტორის კვალიფიკაციასა და პროფესიულ მომზადებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ინსპექტირების ჩატარებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |