FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  32

რისკების მართვა.
1. საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული არიან საკუთარი საქმიანობების ფარგლებში არსებული საპენსიო სქემების ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად ჰქონდეთ რისკის ეფექტიანად მართვის ფუნქცია. ეს ფუნქცია ორგანიზებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს რისკის მართვის სისტემის ფუნქციონირებას, რისთვისაც აღნიშნული სუბიექტები ამტკიცებენ შესაბამის სტრატეგიებს, პროცესებსა და ანგარიშგების პროცედურებს, რომლებიც საჭიროა რისკების ინდივიდუალურ და აგრეგირებულ დონეებზე დადგენისთვის, შეფასებისთვის, მონიტორინგისთვის, მართვისა და რეგულარული ანგარიშგებისთვის.
2. რისკების მართვის სისტემა უნდა იყოს ეფექტიანი და სათანადოდ ინტეგრირებული საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და აქტივების მმართველი კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
3. რისკის მართვის სისტემა საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობების ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ რისკებს:
    ა) ანდერაიტინგსა და რეზერვირებას;
    ბ) აქტივებისა და ვალდებულების მართვას;
    გ) ინვესტიციებს;
    დ) ლიკვიდურობის და კონცენტრაციის რისკების მართვას;
    ე) საოპერაციო რისკების მართვას;