Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 44 მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ წარსადგენი ინფორმაცია. 1. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებული არიან, მნიშვნელოვანი სისტემის/საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გათვალისწინებული ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორის კაპიტალი მისი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ და გაანგარიშებულ კაპიტალის (მისი სახეობების მიხედვით) ოდენობაზე ნაკლები. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს, აგრეთვე მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეს მოსთხოვოს ანგარიშსწორების ანგარიშის საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნა. |