Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 27 1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. 2. საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით პირადი, პროფესიული, კომერციული, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება დაიხუროს. დახურულ სხდომაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება დაესწრონ მოწმეები, ექსპერტები და თარჯიმნები. მხარეთა შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება მისცეს სხვა პირებსაც. 3. განჩინება საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს სათათბირო ოთახში. 5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ. 6. სასამართლო სხდომაზე არ დაიშვება შეიარაღებული პირი, გარდა იმ პირებისა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს იცავენ. ისინი დაიშვებიან მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნებართვით. 7. სასამართლო სხდომაზე რადიო-, ტელე-, აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის გაკეთება დასაშვებია მხოლოდ კონკრეტული საქმის განმხილველი სასამართლოს თანხმობით. 8. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. |