FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  2872

სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება.
1. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება ასეთი ქმედებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1283  მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან სახერხი საამქროს ტერიტორიაზე იმ მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, – ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება − ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  2872

სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება. .
1. ამ მუხლში მრგვალი ხეტყის (მორის) დიდ ოდენობად ითვლება ის ოდენობა, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 3 000 ლარი ან 3 000 ლარზე მეტი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.