FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  149

სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
1. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია არ გაიცემა იმ ფიზიკურ პირზე:
    ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის 148 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმოთხოვნებს;
    ბ) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე;
    გ) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;
    დ) რომელიც განთავისუფლებულია საჯარო სამსახურიდან ან ნოტარიუსის თანამდებობიდან ანდა რომელსაც შეუწყდა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის გამო;
    ე) რომლის საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად;
    ვ) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია, გარდა ამ კანონის 14 14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
    ზ) რომელიც მოქმედი ნოტარიუსი, ადვოკატი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირი ან აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორია;
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  149

თ) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სააღსრულებო საქმიანობის უფლება;
    ი) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია ამ კანონის 14 14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და ლიცენზიის გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი.
2. კერძო აღმასრულებელი არ შეიძლება იყოს არბიტრაჟის წევრი.