FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  32

სისხლისა და მისი კომპონენტების ექსპორტი და იმპორტი.
1. დაუშვებელია სისხლისა და მისი კომპონენტების საქართველოდან ექსპორტი და საქართველოში იმპორტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე ქვეყანაში სისხლისა და მისი კომპონენტების ნაკლებობის შემთხვევაში, როდესაც ეს გამართლებულია მდგომარეობის საგანგებო და გადაუდებელი ხასიათით, მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისა და მისი კომპონენტების ექსპორტის ან იმპორტის შესახებ, რისთვისაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს გამართული ლოჯისტიკური სქემა და პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში მათი ექსპორტი განხორციელდება.
3. სისხლის დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჭიროების გეგმით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით წარმოებული პლაზმის ექსპორტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამკურნალო საშუალების წარმოებისთვის.
4. სისხლის დაწესებულება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს კომპეტენტური ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სათანადო ლიცენზიის საფუძველზე.
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  32

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემის წესი და სალიცენზიო პირობები განისაზღვრება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა − „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.
6. სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული სისხლი და სისხლის კომპონენტები (მათ შორის, სისხლი და სისხლის კომპონენტები, რომლებიც გამოიყენება, როგორც საწყისი მასალა ან ნედლეული, სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალების საწარმოებლად), რომლებიც ქვეყნის შიგნით უნდა განაწილდეს, უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით განსაზღვრული სისხლის დაწესებულების ხარისხის სისტემის სტანდარტებისა და სპეციფიკაციების ეკვივალენტურ სტანდარტებსა და სპეციფიკაციებს (მათ შორის, მიკვლევადობის მოთხოვნებს).
7. სისხლისა და მისი კომპონენტების ექსპორტისა და იმპორტის სხვა წესები და პროცედურები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.