FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

article  11

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ, მიეკუთვნებიან: ა)  მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოქმედი არმიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილნი (გადამდგარნი), პარტიზანები, აგრეთვე საპენსიო უზრუნველყოფის მხრივ სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებული შესაბამისი კატეგორიის მუშები და მოსამსახურეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრონტზე, სამხედრო მოქმედებების რაიონში, რკინიგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებში, თავდაცვითი ზღუდეების, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და აეროდრომების მშენებლობის დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
    ბ) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მეორე მსოფლიო ომის პერიოდსა და შემდგომ პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

article  11

ვ) მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც სხვა სახელმწიფოში მოქმედ სამხედრო კონტინგენტს ემსახურებოდნენ და რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

article  11

გ) შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი საბრძოლო მოქმედებების რაიონებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
    დ) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმეულის მებრძოლები და მეთაურები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მთავრობის საბრძოლო დავალებების შესრულების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
    ე) პირები, რომლებსაც  ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაავალეს საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის შეგროვება, ტერიტორიებისა და ობიექტების განაღმვა და რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ამ პერიოდში დაჭრის, კონტუზიის ან დასახიჩრების შედეგად;