Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 18 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 2697128 ლარის ოდენობით. განათლებისა და კულტურის სამინისტროს აპარატის ასიგნებების მოცულობა 697485 ლარის ოდენობით, სადაც გათვალისწინებულია მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 539260 ლარი, რომელიც მოიცავს საპრემიო ფონდს. განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ასიგნებებში გათვალისწინებულია საპრემიო ფონდი. ლარი ორგანიზა-ციული კოდი 1. (06 03 01) სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა 20960: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ეგიდით სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებებისა და წვრთნის პროცესის ხელშეწყობა: ტურნირების, სამშვიდობო სპორტული ფესტივალების ჩატარება. დევნილ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის პოპულარიზაცია. გათვალისწინებულია აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა და მათი მხარდაჭერა. 2. (06 03 03) კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამა 61750 ლარი: |
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 18 პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის კულტურული და შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას; აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული სასაჩუქრე ალბომებისა და ბუკლეტების გამოცემას; ქვეპროგრამის ფარგლებში თემატური გამოფენების ორგანიზებას. 3. (06 03 04 ) საინფორმაციო უზრუნველყოფის მხარდაჭერის პროგრამა 250000 ლარი: პროგრამის მიზანია რადიომაუწყებლობის რეჟიმში აფხაზეთის თემაზე ორიენტირებული საკითხების წარმოჩენა. მაუწყებლობა ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოსახლეობისათვის (მათ შორის, აფხაზეთის ტერიტორიაზე). პროგრამა ხელს შეუწყობს აფხაზეთის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. მომზადდება საგანმანათლებლო და ანალიტიკური სახის პროგრამები, შემეცნებითი და გასართობი გადაცემები, ღია ეთერში გაიმართება დისკუსიები და ფორუმები, რომელიც ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. 4. (06 03 06) განათლების ხელშეწყობის პროგრამა 66150 ლარი: |
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 18 პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდებთან და მოსწავლეებთან მუშაობას სამშვიდობო განათლებისა და კულტურის დანერგვის, პროფესიული კონსულტაციისა და დასაქმების მიმართულებით; აფხაზეთის საჯარო სკოლებში სახელობო მომზადებასა და შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობას; ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას; მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის სხვადასხვა ღონისძიებებისა და კონფერენციების ორგანიზებას. 5. (06 03 07 ) გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება 97440 ლარი: პროგრამა ითვალისწინებს გალის რაიონში მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მხარდაჭერას. პედაგოგებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე გაიცემა დახმარება თვეში 100 ლარის ოდენობით, ხოლო ტექნიკურ მუშაკებზე – 80 ლარის ოდენობით. 6. (06 03 08 ) აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა 21000 ლარი: პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის მეცნიერების მიერ სხვადასხვა სფეროში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მხარდაჭერას; 7. (06 03 09) ხელოვნებისა და სპორტული ნიჭით დაჯილდვებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა 79000 ლარი: |
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 18 პროგრამა ითვალისწინებს თბილისის ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში მოსწავლე, აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლების დაფინანსებას. 8. (06 03 10 ) გიორგი შარვაშიძის პრემია 15000 ლარი: აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებით დაწესდა გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია, მიმდინარე საბიუჯეტო წელს გაიცემა 4 პრემია თითოეული 3000 ლარის ოდენობით. 9. (06 03 11 ) ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამა 3450 ლარი: პროგრამა ითვალისწინებს დევნილ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების დანერგვას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სულიერების ამაღლებას. გათვალისწინებულია ფიზიკური და ინტელექტუალური თვისებებით დაჯილდოებული დევნილი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი ხელშეწყობა. 10. ( 06 03 12 ) სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამა 24030 ლარი: პროგრამის მიზანს წარმოადგენს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისა და ზოგადად დევნილი მოსახლეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა ინფორმაციის მიწოდებისა და განათლების კუთხით, აგრეთვე კონფლიქტის ზონაში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართულ სივრცესთან დაახლოების ხელშეწყობა, აღნიშნული კატეგორიის საგანმანათლებლო დაწესებულებების დასავლურ ღირებულებებთან დაახლოება. |
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 18 ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ზოგადი განათლების სფეროში და სამშვიდობო განათლების პოლიტიკის განხორციელება აფხაზეთის საჯარო სკოლებში და დევნილ ახალგაზრდებში, ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვის ორგანიზება, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელშეწყობა ეროვნული შეფასებების განხორციელებაში. ოკუპირებული ტერიტორიის პედაგოგებისათვის საგნობრივი ტრენინგების პროგრამების განხორციელება, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა. საგანმანათლებლო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-აღმზრდელობით სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; სამშვიდობო განათლების, პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის, პროფესიული განათლების და მთელი ცხოვრების განმავლობაში საბაზო კომპეტენციების დაუფლების პროგრამების განხორციელებაზე ხელშეწყობა; ინოვაციური პროგრამების განხორციელებისათვის დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივ ასოციაციებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;. |
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 18 პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინო, ქორეოგრაფიული) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ.) მოღვაწეობა, ხელშეწყობა და მოღვაწეობის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; აფხაზეთის სახელოვნებო და სპორტული სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა; კულტურულ-გასართობი და შემეცნებითი პროექტების განხორციელება აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური ჩართულობისა და ინტეგრაციის მიზნით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერა. დევნილ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მხარდაჭერა, მასობრივი სპორტის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა; ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობისა და ამ მიზნით პროგრამების, წინადადებების, გეგმების შემუშავება; ხალხური ხელოვნების დანერგვის (ქორეოგრაფია, მუსიკა, თეატრი, სახვითი, ზეპირსიტყვობა, ხალხური რეწვა, ფოლკლორულ-სანახაობითი) დაცვა-განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; |
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 18 აფხაზეთის ძირძველი მემკვიდრეობის საინფორმაციო ბაზის შექმნა და მისი პოპულარიზაცია, ამ მიზნით სპეციალური გამოცემების, ვებგვერდების, ფილმების მომზადება; შესაძლებლობების ფარგლებში აფხაზეთში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და მათი ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშავება; სამშვიდობო განათლებისა და კულტურის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის ორგანიზება-კოორდინაციაზე ზრუნვა; სამინისტროს მართვის სფეროში ინფორმაციული სისტემების დანერგვის ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და განხორციელება; მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებითი უნარების გადაცემის უზრუნველყოფა; ბავშვთა და ახალგაზრდების საქმეთა სფეროში სამთავრობო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენების (ქართული და აფხაზური) განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა; |
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 18 სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზის დადგენა. ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. აფხაზეთის 2011 წლის 16 მარტის კანონი №1 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 12 აგვისტო კანონი №2 - ვებგვერდი, 16.08.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 14 ნოემბრის კანონი №6 - ვებგვერდი, 15.11.2011 წ. |