FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  2153

პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა.
1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ის ადგილობრივი ერთეული, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განთავსებულია ის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართავს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის შუამდგომლობით მიმართვიდან 72 საათში.
3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შუამდგომლობას. ამ მიმართვას პაციენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, სხვა დოკუმენტი) ერთად უნდა დაერთოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შუამდგომლობა.