Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ქონების ლეგალიზების შესახებ article 7 გარდამავალი დებულებანი. 1. 2007 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს პარლამენტს წარედგინოს: ა) იმ ქონების ნუსხა, რომელზედაც საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მიმდინარეობს სასამართლო დავა (რომლის ერთ-ერთი მხარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულია) ან ადმინისტრაციული წარმოება, – იმ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, რომლებიც ახორციელებენ ადმინისტრაციულ წარმოებას ან წარმოადგენენ მხარეს სასამართლო დავაში; ბ) იმ ქონების ნუსხა, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მიმდინარეობს გამოძიება საკუთრების (საკუთრების შეძენის საფუძვლის) განკარგვის მართლზომიერების დასადგენად, – იმ ორგანოების მიერ, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებას. 2. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის გამოქვეყნება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. |
ქონების ლეგალიზების შესახებ article 7 3. საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზების პროცესის მოწესრიგების მიზნით 2013 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უზრუნველყოს ამ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |